უკუსარქველი EAZ RP ლითონური შემჭოდროებით – ბერკეტითა და
საწონით DN
DN 100…1600, PN 10…16
მოდელი: EAZ RP
დანიშნულება: მილსადენებში ნაკადის უკუდინების თავიდან აცილება.
ზოგადი აღწერა:
სამონტაჟო სიგრძე: F6 – რიგი 48, EN 558-1-ის მიხედვით, (DIN 3202, F6) .
პირდაპირსადენიანი უკუსარქველი გარე ღერძით, ბერკეტითა და საწონით. ხასიათდება მაღალი
ეკონომიურობით, რაც გახსნის მაღალი ხარისხითაა განპირობებული. დამატებითი ოფციების სახით
შესაძლებელია აღიჭურვოს უჟანგავი ფოლადის მავთულის დამცავითა და ღია მდგომარეობის სასაზღვრო
სიგნალიზაციით. უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება სარქველს განსაკუთრებით მდგრადს ხდის
გასატარი გარემოს მიმართ. დიდი სარევიზიო ხუფი აადვილებს მის ტექნიკურ მომსახურებას. ვარგისია
ჩამდინარე წყლების სისტემებში, ელექტროსადგურებსა და მრეწველობაში გამოსაყენებლად .